სამშაბათი, 2025-01-21, 11:39 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 08

ინგლისის “ჩელსის” მცველი ეშლი კოული იმედს გამოთქვამს, რომ ინგლისის პრემიერლიგის დასკვნით ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედი” ქულებს დაკარგავს, მისი გუნდი კი გამარჯვებას მოიპოვებს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება.
ამის შესახებ კოულმა Sky Sports განუცხადა.
“არა აქვს მნიშვნელობა, ემუქრება თუ არა “ბოლტონს” პრემიერლიგიდან გავარდნა. დარწმუნებული ვარ, ისინი ლონდონში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვლენ. ჩვენ მობილიზებულნი ვართ და მეტოქეს აუცილებლად დავამარცხებთ! ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, რადგანაც მომაკვდინებელი იქნება, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” “უიგანთან” ქულებს დაკარგავს, ჩვენ კი ამით ვერ ვისარგებლებთ” - განაცხადა კოულმა.
“ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 84-84 ქულა აქვთ, თუმცა, მანჩესტერელები ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე პირველ ადგილზე იმყოფებიან. ბოლო ტურში “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ბოლტონს” ეთამაშება, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი სტუმრად “უიგანს” შეხვდება.



ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი უესლი ბრაუნი, მიმდინარე სეზონში გუნდის წარმატებულ თამაშს, მეტწილად, დაცვის ხაზის შეთანხმებულ, ძლიერ თამაშს მიაწერს.
ამის შესახებ უესლი ბრაუნმა კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა.
“ამ სეზონში, დაცვის ხაზი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მეც ვარ, ჩვენი გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე იყო. ამპლუით ჩემი კოლეგების მხარდამხარ, ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარე და მათი კარგად მესმის. ჩვენ გავიზარდეთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად” - აღნიშნავს უესლი ბრაუნი.



ინგლისის “ჩელსის” ნახევარმცველი ობი მიკელი მიიჩნევს, რომ “ჩელსის”, ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი გააჩნია.
ამის შესახებ მიკელმა Sky Sports განუცხადა.
“მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. ისღა დაგვრჩენია, რომ გამარჯვებები განვაგრძოთ და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეცდომებს დაველოდოთ. იმედი მაქვს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, მანჩესტერელები ქულებს დაკარგავენ და ჩემპიონები გავხდებით” - ამბობს მიკელი.
“ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 84-84 ქულა აქვთ, თუმცა, მანჩესტერელები ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე პირველ ადგილზე იმყოფებიან. ბოლო ტურში “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ბოლტონს” ეთამაშება, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი სტუმრად “უიგანს” შეხვდება.
გარდა ამისა, მოსკოვის “ლუჟნიკებზე” 21 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ხვდებიან.





იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” დაპირისპირებაში ფავორიტად ალექს ფერგიუსონის გუნდს მიიჩნევს და ამის უმთავრეს მიზეზად, მწვრთნელის ფაქტორს ასახელებს.
ამის შესახებ უეფას ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება.
“დღეს ძირითად როლს ფეხბურთელებს აძლევენ, ხოლო მწვრთნელის წვლილი 20 პროცენტად ფასდება. მე სხვაგვარად ვფიქრობ. ჩემი აზრით, მწვრთნელის ფაქტორი სადღეისოდ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის, ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ბევრი დიდი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენელია, აქვთ სხვადასხვა პიროვნული თვისებები და ფსიქოლოგია, მწვრთნელი კი ამ ყოველივეს გაერთიანებას და გუნდის სასიკეთოდ გამოყენებას ახერხებს. ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს. “ჩელსიმ” ახლახან ჩემპიონატში შეძლო “იუნაიტედის” დამარცხება, თუმცა იმ მომენტში მანჩესტერელებს ოპტიმალური თამაში არ უჩვენებიათ. გარდა ... მეტის წაკითხვა



პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში სხვადასხვა ტურნირებში 40-ზე მეტი გოლი გაიტანა.
ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი იუწყება.
რონალდუმდე მსგავს შედეგს შოტლანდიელმა ფორვარდმა დენის ლოუმ და ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ მიაღწიეს.
პირველმა მათგანმა 1963-1964 წლების სეზონში 46 გოლი გაიტანა, ხოლო მეორემ 2002-2003 წლების სეზონში - 42.
“ეს ფანტასტიკური მიღწევაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რონალდუმ მატჩების 90 პროცენტი ნახევარდაცვაში ჩაატარა” - განაცხადა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.




სერ ალექს ფერგიუსონი კვლავ მზად არის დახარჯოს ფული ტრანსფერებზე. ამის გაკეთებას იმ შემთხვევაშიც აპირებს, თუ მისი გუნდი “დუბლს” შეასრულებს, – იუწყება Daily Star.
კლუბის მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა ფერგის შემადგენლობის გასაძლიერებლად 40 მილიონი ფუნტის დახარჯვის უფლება მისცა.
იმის მიუხედავად, რომ “ეშმაკუნების” თავკაცმა შარშან კლუბი ჰარგრივზით, ნანითა და ანდერსონით გააძლიერა და კლუბში ისედაც იყვნენ პერსპექტიული მანუჩო, ფრეიზერ კემბელი და დანიელ უელბეკი, სერ ალექსი განაგრძობს მსოფლიო დონის ვარსკვლავების ძიებას.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის სფეროში შედიან: “ვესთ ჰემის” ფორვარდი დინ ეშტონი, “აიაკსის” ფორვარდი იან–კლაასი ჰუნტელაარი, “ლიონის” ფორვარდი კარიმ ბენზემა, “მანჩესტერ სიტის” მცველი მიკოი რიჩარდსი და “პორტუს” მცველი ჰოსე ბოზინგვოი.
“სერ ალექსის ერთ–ერთი უდიდესი ძლიერი მხარე ის არის, რომ ყოველთვის ცდილობს გუნდის გაძლიერებას. ის არ ამბობს: “ჩვენ საკმაოდ კარგები ვართ და იმას ვიმყოფინებთ, რაც უკვე გვაქვს.” თ ... მეტის წაკითხვა

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz