ორშაბათი, 2025-07-07, 2:25 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 12

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი პრემიერლიგის მეათედ მოგების შემდეგ აცხადებს, რომ მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის და მორიგ გამარჯვებებზე ფიქრობს.
ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
“პენსიაში გასვლაზე არ ვფიქრობ. აქ მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, “მანჩესტერ იუნაიტედი” ხომ სერიოზული კლუბია. როგორ უნდა ვიცხოვრო მის გარეშე? ჩემი გუნდი ახალგაზრდაა, გვყავს გამოცდილი მოთამაშეებიც, რომლებიც ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარებიან. ვფიქრობ, მე-18 ტიტული არც ისე შორს არის” – განაცხადა ფერგიუსონმა, რომლის გუნდმა გუშინ, პრემიერლიგის ბოლო ტურში, “უიგანთან” 2:0 გამარჯვებით ინგლისის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ იზეიმა, აქედან 10-ჯერ გუნდი წარმატებამდე შოტლანდიელმა სპეციალისტმა მიიყვანა.
ალექს ფერგიუსონი “მანჩესტერ იუნაიტედს” 1986 წელს ჩაუდგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში ჩემპიონის ტიტულის 10-ჯერ მოგების გარდა, მანცესტერელებმა 5-ჯერ მოიპოვეს ინგლისის თასი, 2-ჯერ ლიგის თასი, თითოჯერ ჩემპიონ ... მეტის წაკითხვა


ინგლისის ჩემპიონი “მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას “მანჩესტერ სიტის” მცველ მიკა რიჩარდსით აპირებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, “იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მზად არის, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში თანაქალაქელებს 20 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
19 წლის მიკა რიჩარდსი “სიტის” პირველ გუნდში 2005 წლიდან გამოდის. ახალგაზრდა მცველს 11 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.





“ჩელსის” თავკაცმა ფერგიუსონის გუნდს ჩემპიონთა ტიტული მოულოცა.

პრემიერ–ლიგის ბოლო ტურში ლონდონელებს უნდა მოეგოთ “ბოლტონისთვის” და უნდა ჰქონოდათ იმედი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” “უიგანთან” ქულებს დაკარგავა. მაგრამ “წითელმა ეშმაკუნებმა” გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 2:0, რითიც “ჩელსი” – “ბოლტონის” მატჩის ანგარიშს მნიშვენლობა დაუკარგეს.

“მინდა იუნაიტედს მოვულოცო, და მითუმეტეს - სერ ალექს ფერგიუსონს. მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს”, - განაცხადა გრანტმა Sky Sports–თან ინტერვიუში. “ჩვენთვისაც სეზონს ცუდად არ ჩაუვლია. შესაძლოა ცუდი სტარტი ავიღეთ, მაგრამ შემდეგ ფორმაში ჩავდექით და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ”.

ბოლო წუთზე გოლის გაშვებით, “ლურჯებმა” სეზონი დაასრულეს ისე, რომ “მანჩესტერს” ორ პუნკტში ჩამორჩნენ. ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა, “ჩელსი” მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგეზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ, “უიგანის” მატჩის სიახლეების გაგებამ მათ მოდუნების საშუალება მისცა.

“ფეხბურთელებს ... მეტის წაკითხვა


მადრიდის რეალის პრეზიდენტი ხუან რამონ კალდერონი მზადაა მანჩესტერს კრისტიანო რონალდუს ნაცვლად 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. კალდერონი აცხადებს რომ ის უკან არაფერზე არ დაიხევს და ყველანაირად ეცდება რონალდუს ხელში ჩაგდებას. ჯერ-ჯერობით პორტუგალიელი მანჩესტერის რიგებში ირიცხება, სადაც მისი შემოსავალი წელიწადში 13 მილიონი ევროა, ხოლო რეალში მისი გადასვლის შემთხვევაში კალდერონი მას ბევრად უფრო მეტს ჰპირდება. უნდა აღინიშნოს რომ რეალის მხრიდან რონალდუს ხელში ჩასაგდების ყველა მცდელობა აქამდე კრახით დასრულდა. ვნახოთ რა აქნება ამჯერად, თან ის ფაქტიც აღსანიშნავია რომ კალდერონი რეალის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის დროს გულშემატკივრებს ისეთი ვარსკვლავების შეძენას დაჰპირდა როგორებიც რონალდო და კაკა არიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით დანაპირები დანაპირებად რჩება.


მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესს იჩენს ინგლისის ნაკრებისა და ნიუკასლ იუნაიტედის ფორვარდ მაიკლ ოუენისადმი. ინგლისური წყარო იტყობინება რომ მანჩესტერის წარმომადგენლები უკვე შეხვდენენ ოუენის აგენტს და მის მანჩესტერში გადასვლაზე ესაუბრნენ.
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა რომ ზაფხულში გუნდი აპირებს გუნდის თავდასხმის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას. იმის გათვალისწინებით, რომ ოუენს კონტრაქტი ნიუკასლთან ამ წელს ეწურება მანჩესტერს ადვილად შეუძლია მისი ხელში ჩაგდება, ეს მათ დაახლოებით 7 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.
"ჩვენ გუნდის თავდასხმის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას ვგეგმავთ და ფსონს გამოცდილ თავდამსხმელზე ვაკეთებთ, კარგი იქნებოდა მაიკლის ჩვენს გუნდში ხილვა"-განაცხადა სერ ალექსმა.
ოუენს ამის თაობაზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ არამგონია ის მანჩესტერში გადასვლის წინააღმდეგი იყოს. მას დიდი დრო გაუცდა ტრამვის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოახერხა ფორმაში ჩადგომა. მაიკლმა წელს ნიუკასლის შემადგენლობაში მხოლოდ რამოდენიმე მაჩი ... მეტის წაკითხვა


ინგლისის პრემიერლიგის უკანსაკნელ ტურში მანჩესტერ იუნაიტედმა უიგანი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. თამაში დაძაბული გამოდგა და ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. მაჩის 31ე წუთზე უიგანის ფეხბურთელებმა თავიანთ საჯარიმოში იუხეშეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბურთთან რონალდუ მივიდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:0. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმიც ორმხრივ შეტევებში წარიმართა, ამ დროს პარალელურად ჩელსი ბოლტონს იღებდა საკუთარ მოედანზე და 1:0 საც ამარცხებდა, მიუხედავად ამისა მანჩესტერის გამარჯვების შემთხვევაში ჩელსის მოგებას აზრი ეკარგებოდა. ჩელსი იმის იმედად უნდა ყოფილიყო რო მანჩესტერი გოლს გაუშვებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა 80ე წუთზე გიგზმა ანგარიში 2:0 გახადა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. ჩელსიმ ფარხმალი დაყარა და უკანასკნელ წუტებზე გოლი მიიღო საკუთარ კარში, მაგრამ ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. მანჩესტერელებმა 2:0 დაამარცხეს სტუმრად უიგანი და ინგლისის ჩემპიონები მე-17-ედ გახდნენ.
მან ... მეტის წაკითხვა

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz