ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ესპანეთში, “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩზე 23 ფეხბურთელით გაემგზავრა. კლუბის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის ინფორმაციით, ტრავმები მოიშუშეს და გუნდის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში არიან გოლკიპერი ედვინ ვან დერ საარი და ნახევარმცველები ანდერსონი და ოუენ ჰარგრივზი. მანჩესტერელებს ტრავმის გამო მხოლოდ ფრანგი ფორვარდი ლუი საა დააკლდებათ. “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში კატალონიელებთან მატჩისთვის შემდეგი მოთამაშეები ემზადებიან: მეკარეები: ვან დერ საარი, კუშჩაკი, ჰიტონი; მცველები: ბრაუნი, ევრა, ფერდინანდი, ნევილი, პიკე, სილვესტრი, ვიდიჩი, ოში; ნახევარმცველები: ანდერსონი, კერიკი, ფლეტჩერი, გიგზი, ჰარგრივზი, ნანი, პაკ ჩუ სუნი, კრუშტიანუ რონალდუ, სქოულზი; თავდამსხმელები: რუნი, ტევესი, უოლბეკი. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბარსელონას” მატჩი “კამპ ნოუზე” 23 აპრილს გაიმართება.
|