“მანჩესტერის” წამყვანმა ფეხბურთელმა ინტერვიუ მისცა ესპანური გაზეთის, “სპორტის” ჟურნალისტს
რონალდომ ისაუბრა დუელზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. მისი საუბრიდან გამომდინარე, პორტუგალიელს დიდი იმედი აქვს “კამპ ნოუზე” გამარჯვების.
ამ დაძაბული მატჩის წინ, რომელი გუნდია შედარებით უფრო ფორმაში, “მანჩესტერი”, თუ “ბარსა”?
ამ ეტაპზე ადვილი მატჩები არ არსებობს, ყველაფერია მოსალოდნელი მოწინააღმდეგესგან. ძალზედ მნიშვნელოვანი თამაში იქნება, აუცილებელია მაქიმალური კონცენტრაციაა.
შენ და მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირები ხართ, რას ფიქრობ მასზე?
მესი საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და მოხარული, რომ მის წინააღმდეგ ვითამაშებ. მე და მესი ვგავართ ერთმანეთს: ყოველთვის გვსურს გატანა და გამარჯვება.
“მანჩესტერი” დაელოდება მატჩს ოლდ ტრაფორდზე, თუ “ნოუ კამპზევე” შეეცდებით გამარჯვების მოპოვებას?
ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ წარმატებას. ვითამაშებთ ისე, რომ ბარსელონაში ყველაზე კარგი რეზულტატი დავაფიქსიროთ. მსურს გავიმარჯვო.
რა არის რაჭირო იმისათვის, რომ გახვიდეთ ფინალში?
კონცენტრაცია და დიდი ამბიცია.
როგორც შეატყვეთ რონალდუ საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამ სიტყვების შემდეგ ალბათ აღარავის გაუკვირდება, თუ რატო მოსდის ცრემლები ახალგაზრდა პორტუგალიელს, როდესაც კრახს განიცდის.
რონალდოს “ნოუ კამპზე” გამარჯვების იმედი აქვს და როგორც ვიტყვით, იმედი ნუ მოუშალოს ღმერთმა.
|