საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბარსელონას” თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედთან” 23 აპრილს “კამპ ნოუზე” გასამართი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრა გამოტოვოს. როგორც უეფას ოფიციალური საიტი იუწყება, ფრანგ ფორვარდს ვირუსი შეეყარა და გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ანრის არც შაბათს გამართულ ესპანეთის პრიმერადივიზიონის შეხვედრაში უთამაშია, რომელშიც “ბარსელონა” “ესპანიოლს” ფრედ - 0:0 ეთამაშა. მიმდინარე სეზონში, ანრიმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 25 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში კი თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
|