მიმდინარე სეზონში “ოქროს ბუცის”, რომელიც ევროპის საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა, მოპოვების მთავარი პრეტენდენტი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა. უეფას მონაცემებით, პრეტენდენტთა სია ასე გამოიყურება: 1. კრიშტიანუ რონალდუ (”მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი) – 56 ქულა. 2. კლაას-იან ხუნტელაარი (”აიაქსი”, ჰოლანდია) – 48 3. ლუის ფაბიანო (”სევილია”, ესპანეთი) – 46 4. ფერნანდო ტორესი (”ლივერპული”, ინგლისი) – 44 5. ემანუელ ადებაიორი (”არსენალი”, ინგლისი) – 40 6. რის გრიფიტსი (”ლანელი”, უელსი) – 38 7. მარკო ბორიელო (”ჯენოა”, იტალია) – 38 8. დანიელ გუიზა (”მალიორკა”, ესპანეთი) – 36 8. ლუკა ტონი (”ბაიერნი” , გერმანია) – 36 10. დავიდ ტრეზეგე (”იუვენტუსი”, იტალია) – 34 10. კარიმ ბენზემა (”ლიონი”, საფრანგეთი) – 34 ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში – ესპანეთი, იტალია, ინგლისი, გერმანია და საფრანგეთი, გატანილი გოლი ორ ქულად ფასდება. უეფამ ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ პირველობებს შორის კლასში განსხვავების გამო მიიღო. თუ ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში ჯერ თამაშობდა ჩემპიონატში, რომელიც “გაზაფხული-შემოდგომა” სისტემით ტარდება, მაგალითად, ნორვეგიაში, ხოლო შემდეგ გადავიდა ჩემპიონატში, რომელიც “შემოდგომა-გაზაფხულის” სისტემით იმართება, მაგალითად, ესპანეთში, მაშინ მის მიერ დაგროვილი ქულები არ ჯამდება.
|