“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კარლოს ტევეზმა განაცხადა, რომ კატალონიური “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მოგება აუცილებელია. “ისინი თამაშის დაწყებისთანავე წნეხის ქვეშ იქნებიან. თუ ჩვენ ჩვეულ სტილში ვითამაშებთ, “ბარსელონას” დაძაბული ბრძოლა ელის. ჩვენთან სათამაშო 180–ვე წუთი მძიმე იქნება, ასე რომ ჩვენ მაქსიმალური ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ და მოედნის ყველა ნაწილში თანაბრად უნდა ვიბრძოლოთ”, – ამბობს ტევეზი. არგენტინელს სურს, რომ მოედანზე მისი თანამემამულე ლეო მესი იხილოს, რომელიც ამჟამად ტრავმას ირჩენს. “მიეცით მას თამაშის შესაძლებლობა! ჩვენ კატალონიელების დამარცხება ლეოსთან ერთად გვსურს, იმის მიუხედავად, რომ ის ფენომენალური ფეხბურთელია. ის არის მოთამაშე სხვა პლანეტიდან”, – დაამატაა კარლოსმა.
|