Main » 2008»აპრილი»21 » მესი მანჩესტერელებთან შეხვედრისთვის მზად არის
მესი მანჩესტერელებთან შეხვედრისთვის მზად არის
7:09 AM
ესპანური “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა Sky Sports-ს განუცხადა. “მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვარ. “ბარსელონას” გულშემატკივრები ჩემგან კარგ თამაშს ელიან და მათთვის იმედის გაცრუების უფლება არ მაქვს” – აღნიშნა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელმაც ტრავმით გამოწვეული 1-თვიანი პაუზის შემდეგ გასულ უქმეებზე პრიმერადივიზიონში “ესპანიოლთან” მატჩში ერთი ტაიმი ითამაშა. კატალონიელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ 23 აპრილს გამართავენ.