ინგლისის ეროვნული ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა რომ უეინ რუნის ყველანაირი თვისება აქვს იმისათვის რომ იგი ნაკრების კაპიტანი გახდეს.
" რუნი ჯერ ახალგაზრდაა და ჯერ ყველაფერი წინ აქვს.თუმცა ვთვლი რომ მას უკვე ყველანაირი თვისება აქვს იმისათვის რომ იყოს გუნდის კაპიტანი. იგი მოედანზე არის გუნდის ლიდერი და მისგან შეიძლება ფეხბურთელმა ძალიან ბევრი კარგი მაგალითი აიღოს. იგი კარგი ფეხბურთელია და მხოლოდ გარკვეული გამოცდილების დაგროვება ჭირდება"
" რა თქმა უნდა მას გუნდთან შეჩვევა ჭირდება და მე ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს რომ შემდეგ თამაშში იგი გუნდის კაპიტნად გამოვიდეს მოედანზე.თუმცა მჯერა რომ უახლოეს მომავალში ეს ასე იქნება" განაცხადა კაპელომ
|