
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა პრემიერლიგის 34-ე ტურში “არსენალთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ არსენ ვენგერის გუნდს თამაში მოუწონა და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეს არ გაუმართლა. ამის შესახებ Sky sports-ი იტყობინება. “მატჩის პირველი ტაიმი “არსენალმა” კარგად ჩაატარა, ჩვენ კი არადამაჯერებლად გამოვიყურებოდით. ჩვენს გუნდს თავდაჯერება არ ეტყობოდა და მოუთმენლად ველოდი შესვენებას, რათა მდგომარეობა შემეცვალა. გოლის გაშვებამ კი ჩვენზე დადებითად იმოქმედა. რუნის ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა, ჩვენს მოწინააღმდეგესაც ჰქონდა კარგი მომენტები. ჩემი აზრით, “არსენალს” არ გაუმართლა, ამ გუნდს თავი არ დაუზოგავს, მაგრამ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა” - განაცხადა ფერგიუსონმა. “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილს სათავეში უდგას, 34-ე ტურში გამარჯვებით მე-3 ადგილზე მყოფ “არსენალთან” უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.
|