ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:2 განცდილი მარცხის შემდეგ აღიარა, რომ მისი გუნდი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამის შესახებ Sportinglife-ი იტყობინება. “გუნდმა კლასი და მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინა, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ისევ არ გაგვიმართლა. საერთოდ კი, “არსენალს” უიღბლობა ბოლო ორი თვეა თან სდევს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საჩემპიონო რბოლას გამოვეთიშეთ” - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა, რომლის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიდერ “მანჩესტერ იუნაიტედს” 9 ქულით ჩამორჩება.
|