ორშაბათი, 2025-07-07, 2:46 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 12 » კრიშტიანუ რონალდუს “ოქროს ბურთი” სურს
კრიშტიანუ რონალდუს “ოქროს ბურთი” სურს
11:08 AM

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ თავდამსხმელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელობა სურს, რისთვისაც, თავის დაზოგვას არ აპირებს.
ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-ი იუწყება.
“ჩემპიონთა ლიგაზე და პრემიერლიგაზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელობაა. ყოველდღე გულმოდგინედ ვვარჯიშობ. მხოლოდ ღმერთმა უწყის მოვახერხებ, თუ არა “ოქროს ბურთის” მოპოვებას. ამჟამად, კარიერაში საუცხოო პერიოდი მიდგას. ფიზიკურად კარგად ვარ მზად და მონდომებით ვმუშაობ, რისი დასტურიც ჩემს მიერ გატანილი გოლებია”, – განაცხადა რონალდუმ.
მიმდინარე სეზონში, პორტუგალიელმა, სხვადასხვა ტურნირებში 37 გოლი გაიტანა, რითაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩრდილოირლანდიელი ვარსკვლავის, აწ გარდაცვლილი ჯორჯ ბესტის რეკორდი გააუმჯობესა.
Views: 624 | Added by: madridunited | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz