ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის განცხადებით, გუნდის მცველი რიო ფერდინანდი 9 აპრილს, “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება. “იმედი მაქვს, რიო თამაშისთვის მზად იქნება. სამედიცინო შემოწმების შედეგი სასიხარულო სიახლე გამოდგა ჩვენთვის” – აცხადებს ფერგიუსონი. ფერდინანდმა ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურში “მილდსბროსთან” შეხვედრაში მიიღო. კლუბის სამედიცინო შტაბი შიშობდა, რომ ფეხბურთელს, შესაძლო იყო, ძვალი ჰქონოდა დაზიანებული, თუმცა სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ცხადყო, რომ ტრავმა სერიოზული არ არის.
|