“რომას” ნახევარმცველმა ინტერვიუში თქვა, რომ მისმა გუნდმა უნდა ქნას რამე ექსტრაორდინალური ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” დასამარცხებლად.შეგახსენებთ, რომ იტალიის დედაქალაქში “მგლები” დამარცხდნენ ანგარიშით 2:0 და 9 მარტს ისინი კვლავ შეხვდებიან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაში.
“იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც გავლენ სტადიონზე “იუნაიტედთან” უნდა აჩვენონ არა 100, არამედ თავისი შესაძლებლობების 200 პროცენტი”. – განაცხადა ტადეიმ. “ჩვენ გათვიცნობიერებული გვაქვს თუ, რა სირთულის წინააღმდეგობა გველოდება – ძლიერი გუნდის დამარცხება მათვე სტადიონზე, თანაც შინ წაგებული შეხვედრით”.
“რომას” ნახევარფინალში გასვლის შანსები კიდევ მცირდება იმის გამო, რომ “მგლების” საუკეთესო ბომბარდირი – გუნდის კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი ტრავმის გამო ჯერ ვერ ახერხებს სტადიონზე გასვლას.
“ტოტი – ჩინებული მოთამაშეა”, – ამბობს როდრიგო. “მაგრამ ჩვენ უკვე ვითამაშეთ მიმდინარე სეზონში რამდიმე თამაში მის გარეშე და მივაღწიეთ კარგ შედეგებს. ბევრი ფიქრობს, რომ “რომა” დამარცხდა მისი არყოფნის გამო, მაგრამ ჩვენ კი ვიცით, რომ მარცხი გამოუყნეებელი მომენტების ბრალია”.
|