ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის, რიო ფერდინანდის ტრავმა, რომელიც მან “მილდსბროსთან” პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩში მიიღო, ნაკლებად სერიოზული გამოდგა, ვიდრე კლუბის სამედიცინო შტაბი ვარაუდობდა. როგორც ВВС Sport-ი იტყობინება, ფეხბურთელს მოტეხილობა არ აღმოაჩნდა. თუმცა, როდის შეძლებს ფერდინანდი ვარჯიშის განახლებას, ჯერ უცნობია. ლაზერეთში რჩება მანჩესტერელთა კიდევ ერთი მცველი, ნემანია ვიდიჩი. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში იტალიური “რომას” წინააღმდეგ, ორივე ფეხბურთელის თამაში გამორიცხულია.
|