Main » 2008»აპრილი»2 » ფერგიუსონს და კეირუშს სასჯელი ემუქრებათ
ფერგიუსონს და კეირუშს სასჯელი ემუქრებათ
12:31 PM
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს და მის თანაშემწეს კარლოშ კეირუშს “პორტსმუტთან” ქვეყნის თასის 1/4-ფინალში 0:1 მარცხის შემდეგ შეხვედრის არბიტრის გაკრიტიკებისთვის სასჯელი ელით. როგორც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება, ფერგიუსონს და კეირუშს თავიანთი საქციელის ახსნა 17 აპრილს სადისციპლინო კომიტეტის წინაშე მოუწევთ. ალექს ფერგიუსონმა მსაჯის, მარტინ ატკინსონის მიმართ უკმაყოფილება “პორტსმუტის” კარში პენალტის არდანიშვნისთვის გამოხატა, კეირუშმა კი მის მსაჯობას სამარცხვინო უწოდა.
saginebeli iko atkinsoni ta n dzaan. vinc mag tamashis mimoxilvas ukura albat echvi ar geparebat rom minimum erti penali unda daenishna portcmutis karshi da kidev is rom kushaki tkvila gaagdes da penalic tkvila dainishna.... me ase vfiqrob...
Only registered users can add comments. [ Register | Log in ]