იტალიური “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, შაბათს “ჯენოასთან” იტალიის ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს და შესაძლოა, საკუთარ გუნდს ვერც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, 9 აპრილს “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაეხმაროს. როგორც Channel4 იტყობინება, დღეს ტოტიმ ინდივიდუალურად, მსუბუქი პროგრამით ივარჯიშა. “რომას” კაპიტანმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა, რომელშიც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:2 დამარცხდა, ტრავმის გამო გამოტოვა და მოედანზე დაბრუნებას განმეორებითი მატჩისთვის გეგმავდა, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ტოტიმ 9 აპრილამდე სპორტული ფორმის აღდგენა ვერ მოასწროს. “ჯენოასთან” შეხვედრას, ტოტის გარდა, “რომას” მცველი ჟუანიც გამოტოვებს. სამაგიეროდ, ტრავმა მოიშუშა სიმონე პეროტამ და თუ მწვრთნელი საჭიროდ მიიჩნევს, მას მოედანზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა.
|