ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში, სტუმრად “რომასთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა უეინ რუნიმ, მისი გუნდის დაცვის ხაზი შეაქო. ამის შესახებ, უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. “დაცვა საუცხოოდ თამაშობდა, ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩემი აზრით, თავს გუნდერად კარგად ვიცავდით. მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა და მეტოქის კარის აღების შანსი მოგვცემოდა. შესვენებამდე ეს გავაკეთეთ და ამიტომ, მეორე ტაიმში უფრო მომგებიან ვითარებაში ვიყავით. ვიცოდით, რომ “რომა” შემოგვიტევდა და მოწინააღმდეგის უკანა ხაზში თავისუფალი ზონები გაჩნდებოდა. ჩვენ ორი კონტრშეტევა განვახორციელეთ და აქედან მაქსიმალური სარგებელი ვნახეთ” – აღნიშნა რუნიმ. გარდა ამისა, მან შემდეგი განაცხადა: “საპასუხო მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ, საპასუხო მატჩის წინ, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და ასეთ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავალთ”. “რომას” კარში მეორე გოლი 66-ე წუთზე სწორედ რუნიმ გაიტანა.