ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი მცველი პატრის ევრა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “რომასთან” 2:0 გამარჯვებას, საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმის შედეგად მიიჩნევს. უეფას ოფიციალურ საიტს ევრამ ისიც განუცხადა, რომ “მანჩესტერს” ისეთი შედეგის მიღწევა სურდა, რომელიც განმეორებითი შეხვედრაში “ოლდ ტრაფორდზე” მძიმე თამაშს ააცილებდა. “გვინდოდა სოლიდური უპირატესობა მოგვეპოვებინა, რათა “ოლდ ტრაფორდზე” მძიმე თამაში თავიდან აგვეცილებინა. სწორედ ეს სურდა ჩვენს მწვრთნელსაც. საბედნიეროდ, მისი მითითება ზუსტად შევასრულეთ. “რომასთან” ანგარიშით 2:0 გამარჯვება, ჩვენი მაქსიმალური კონცენტრაციისა და პროფესიონალიზმის შედეგია” - განაცხადა ევრამ.
|