“რომა” – “მანჩესტერ იუნაიტედი”
“შარშანდელ მეოთხედფინალამდე “მანჩესტერისა” და “რომას” გზები არ გადაკვეთილა. “რომა” ტურნირის ამ სტადიამდე F ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლით, მერე კი, მერვედფინალში მადრიდის “რეალის” ძლევით მოვიდა, რაც გუნდისთვის დიდი მიღწევაა. “მანჩესტერმა” F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და შემდეგ 1/8 ფინალში ფრანგული “ლიონის” ბარიერი გადალახა. “მანჩესტერს”, ისევე როგორც “ჩელსის” და “ბარსელონას”, მიმდინარე გათამაშებაში მარცხი არ განუცდია, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა გასცლაზე ორი გამარჯვება იზეიმა და ორი მატჩიც ფრედ დაასრულა, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით რა მოხდება დღეს, რადგანაც ტრადიციულად “მანჩესტერელებს” არ უმართლებთ აპენინებზე. 14 ჩატარებული მატჩიდან მათ მხოლოდ 2 მოიგეს, 10–ში კი დამარცხდნენ. “რომას” ინგლისურ კლუბებთან საშინაო 10 მატჩიდან 5 მოუგია და 2–ში დამარცხებულა. შარშანდლამდე , დედაქალაებს ლიგის 1/4 ფინალში არ უთამაშიათ. 1983/84 წლების ჩემპიონთა თასზე “რომა” ფინალში გავიდა, სადაც “ოლიმპიკოზე” “ლივერპულთან” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი პრემიერლიგაში საუცხოოდ ასპარეზობს. “მანჩესტერმა” გასულ უიქ–ენდზე შინ “ასტონ ვილას” 4:0 მგადაურბინა და სატურნირო ცხრილს 76 ქულით ლიდერობს. უახლოეს მდევარ “ჩელსის” “ეშმაკრები” 5 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება “რომას” ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა სერია A–ს გასულ ტურში “ინტერთან” მიახლოვების შანსი გაანიავეს. ამჟამად “მგლები” ცხრილში მეორე ადგილზე არიან 65 ქულით და ლიდერს 4 ქულა აშორებთ.
|