მადრიდის რეალის პრეზიდენტი ხუან რამონ კალდერონი მზადაა მანჩესტერს კრისტიანო რონალდუს ნაცვლად 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. კალდერონი აცხადებს რომ ის უკან არაფერზე არ დაიხევს და ყველანაირად ეცდება რონალდუს ხელში ჩაგდებას. ჯერ-ჯერობით პორტუგალიელი მანჩესტერის რიგებში ირიცხება, სადაც მისი შემოსავალი წელიწადში 13 მილიონი ევროა, ხოლო რეალში მისი გადასვლის შემთხვევაში კალდერონი მას ბევრად უფრო მეტს ჰპირდება. უნდა აღინიშნოს რომ რეალის მხრიდან რონალდუს ხელში ჩასაგდების ყველა მცდელობა აქამდე კრახით დასრულდა. ვნახოთ რა აქნება ამჯერად, თან ის ფაქტიც აღსანიშნავია რომ კალდერონი რეალის პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის დროს გულშემატკივრებს ისეთი ვარსკვლავების შეძენას დაჰპირდა როგორებიც რონალდო და კაკა არიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით დანაპირები დანაპირებად რჩება.