ოთხსაბათი, 2025-01-22, 2:55 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 12 » ფერგიუსონი ახალ ტიტულებზე ფიქრობს
ფერგიუსონი ახალ ტიტულებზე ფიქრობს
9:49 AM

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი პრემიერლიგის მეათედ მოგების შემდეგ აცხადებს, რომ მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის და მორიგ გამარჯვებებზე ფიქრობს.
ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
“პენსიაში გასვლაზე არ ვფიქრობ. აქ მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, “მანჩესტერ იუნაიტედი” ხომ სერიოზული კლუბია. როგორ უნდა ვიცხოვრო მის გარეშე? ჩემი გუნდი ახალგაზრდაა, გვყავს გამოცდილი მოთამაშეებიც, რომლებიც ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარებიან. ვფიქრობ, მე-18 ტიტული არც ისე შორს არის” – განაცხადა ფერგიუსონმა, რომლის გუნდმა გუშინ, პრემიერლიგის ბოლო ტურში, “უიგანთან” 2:0 გამარჯვებით ინგლისის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ იზეიმა, აქედან 10-ჯერ გუნდი წარმატებამდე შოტლანდიელმა სპეციალისტმა მიიყვანა.
ალექს ფერგიუსონი “მანჩესტერ იუნაიტედს” 1986 წელს ჩაუდგა სათავეში. ამ დროის განმავლობაში ჩემპიონის ტიტულის 10-ჯერ მოგების გარდა, მანცესტერელებმა 5-ჯერ მოიპოვეს ინგლისის თასი, 2-ჯერ ლიგის თასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, თასების თასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. 66 წლის სპეციალისტს ევროპული ტრიუმფის განმეორების შანსი წელსაც აქვს, ალექს ფერგიუსონის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალში 21 მაისს, მოსკოვში ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდებიან.


Views: 672 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 1
1 Sopo  
0
aba raaa, 21-shic moigebs Manchesteri.
yvelaze magari gundia! :)

Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz