ორშაბათი, 2025-07-07, 8:04 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 8 » ობი მიკელი “მანჩესტერის” შეცდომების მოლოდინშია
ობი მიკელი “მანჩესტერის” შეცდომების მოლოდინშია
1:03 PM

ინგლისის “ჩელსის” ნახევარმცველი ობი მიკელი მიიჩნევს, რომ “ჩელსის”, ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი გააჩნია.
ამის შესახებ მიკელმა Sky Sports განუცხადა.
“მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს. ისღა დაგვრჩენია, რომ გამარჯვებები განვაგრძოთ და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეცდომებს დაველოდოთ. იმედი მაქვს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, მანჩესტერელები ქულებს დაკარგავენ და ჩემპიონები გავხდებით” - ამბობს მიკელი.
“ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 84-84 ქულა აქვთ, თუმცა, მანჩესტერელები ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე პირველ ადგილზე იმყოფებიან. ბოლო ტურში “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ბოლტონს” ეთამაშება, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი სტუმრად “უიგანს” შეხვდება.
გარდა ამისა, მოსკოვის “ლუჟნიკებზე” 21 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ხვდებიან.

Views: 679 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz