შაბათი, 2025-02-01, 9:24 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 8 » ფერგი ტრანსფერებზე 40 მილიონ ფუნტს მიიღებს?
ფერგი ტრანსფერებზე 40 მილიონ ფუნტს მიიღებს?
12:53 PM


სერ ალექს ფერგიუსონი კვლავ მზად არის დახარჯოს ფული ტრანსფერებზე. ამის გაკეთებას იმ შემთხვევაშიც აპირებს, თუ მისი გუნდი “დუბლს” შეასრულებს, – იუწყება Daily Star.
კლუბის მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა ფერგის შემადგენლობის გასაძლიერებლად 40 მილიონი ფუნტის დახარჯვის უფლება მისცა.
იმის მიუხედავად, რომ “ეშმაკუნების” თავკაცმა შარშან კლუბი ჰარგრივზით, ნანითა და ანდერსონით გააძლიერა და კლუბში ისედაც იყვნენ პერსპექტიული მანუჩო, ფრეიზერ კემბელი და დანიელ უელბეკი, სერ ალექსი განაგრძობს მსოფლიო დონის ვარსკვლავების ძიებას.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის სფეროში შედიან: “ვესთ ჰემის” ფორვარდი დინ ეშტონი, “აიაკსის” ფორვარდი იან–კლაასი ჰუნტელაარი, “ლიონის” ფორვარდი კარიმ ბენზემა, “მანჩესტერ სიტის” მცველი მიკოი რიჩარდსი და “პორტუს” მცველი ჰოსე ბოზინგვოი.
“სერ ალექსის ერთ–ერთი უდიდესი ძლიერი მხარე ის არის, რომ ყოველთვის ცდილობს გუნდის გაძლიერებას. ის არ ამბობს: “ჩვენ საკმაოდ კარგები ვართ და იმას ვიმყოფინებთ, რაც უკვე გვაქვს.” თუ კლუბში ისეთი პოზიციებია, რომლებსაც მისი აზრით გამაგრება სჭირდება, ჩვენ გადავხედავთ, რის გაკეთებას შევძლებთ”, – თქვა “იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა.

Views: 677 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz