ორშაბათი, 2025-07-07, 2:28 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მარტი » 10

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის თასზე “პორტსმუტთან” “ოლდ ტრაფორდზე” 0:1 მარცხისა და შესაბამისად, გათამაშებიდან გამოთიშვის უმთავრეს მიზეზად არაობიექტური მსაჯობა დაასახელა.
ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება.
“ძალიან საწყენია, მსაჯმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდნია. მას ჩვენს სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებისთვის ყვითელი ბარათების მიცემა არ სურდა. მეტად იმედგაცრუებული ვარ. არბიტრები მოთამაშეთა უხეშობის წინააღმდეგ არ იბრძვიან. ხშირად მახსენდება ედუარდოს ტრავმა. ზოგიერთი მცველის სისასტიკე ყოველგვარ საზღვარს სცილდება, მსაჯები კი ამას ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ. ასეთ სიატუაციაში თამაში ძნელია. დისტენს ხომ ბურთზე არ უთამაშია. თამაში ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. ინგლისის თასის მოგების შესანიშნავი შანსი გვქონდა, თუმცა, ახლა ჩემპიონატზე და ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება მოგვიწევს” - აცხადებს რონალდუ, რომლის მსგავსად, გუშინდ ... მეტის წაკითხვა


ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს რიო ფერდინანდს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება, კარიერის ბოლომდე მანჩესტერში დარჩენა სურს.
ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
“მინდა კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” დავასრულო. იმედი მაქვს, რომ კლუბთან მალე გავაფორმებ ახალ კონტრაქტს, რომელიც ამის საშუალებას მომცემს. რაც უნდა მოხდეს, სამუშაო ადგილის შეცვლა ჩემს გეგმებში არ შედის. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ სწორედ აქ ვგრძნობ თავს ბედნიერად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ მომავალში დარწმუნებული ვიყო” - აცხადებს 29 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გუშინ “პორტსმუტთან” 0:1 წაგებულ მატჩში “იუნაიტედის” გოლკიპერის ტომაშ კუშჩაკის გაძევების შემდეგ, კარში ჩადგომა მოუხდა.



ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს ქვეყნის თასზე “პორტსმუტთან” 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ მსაჯის გაკრიტიკებისთვის სასჯელი ემუქრება.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მწვრთნელის განცხადებას განიხილავს და ამის შემდეგ გამოიტანს განაჩენს.
“მანჩესტერ იუნაიტედი”-“პორტსმუტის” არბიტრმა მარტინ ატკინსონმა ალექს ფერგიუსონის რისხვა სილვენ დისტენის მიერ კრიშტიანუ რონალდუს წაქცევისთვის პენალტის არდანიშვნისა და ასევე, “იუნაიტედის” გოლკიპერის ტომაშ კუშჩაკის გაძევების გამო დაიმსახურა.



ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბმა სათადარიგო მეკარე ბენ ფოსტერის ჩემპიონლიგის ერთ-ერთ კლუბში განათხოვრება გადაწყვიტა.
ამის შესახებ, სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sportinglife-ი იუწყება.
“ფოსტერს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და სეზონის ბოლომდე ჩემპიონლიგის ერთ-ერთ კლუბში მისი განათხოვრება, მეკარის მომავალი კარიერისთვის საუცხოო ვარიანტია” - განაცხადა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა.
ფოსტერმა, 10-თვიანი პაუზის შემდეგ, რაც მძიმე ტრავმით იყო გამოწვეული, სრულფასოვანი ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა.




ძმებო მე დავაპირე და კიდე რამოდენიმე მანჩეს ფანმა რო გავხსნათ მანჩეს საითი გე-ზე ხოდა გვჭირდება ხახლი რომელიც მიიღებს მონაწილეობას საიტის გაკეთებაში ხოდა გვინდა რო საიტისთვის იშოვოთ მანჩეს შესაფერისი დიზაინი სკინი ხოდა მოგვწერეთ სკყპე giga_7 და ყაჰოოზე მიცერეტ ტემოს macho_temo აბა გელით

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მარტი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz