ინგლისის საჩემპიონო რბოლას რეალურად სამი პრეტენდენტი რომ შემორჩა, ადვილი მისახვედრია. “არსენალი” ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება, “ჩელსი” - 5-ით და ალბათ მთავარი ბრძოლა “მანჩესტერსა” და “ჩელსის” შორის გაიმართება. ეს კლუბები ერთმანეთს “სტემფორდ ბრიჯზე” 26 აპრილს ხვდებიან და თქმა არ უნდა, ეს მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
- ჩემპიონობის საუკეთესო შანსი გვაქვს, მაგრამ კვალში “ჩელსი” გვიდგას. “არისტოკრატები” გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და ქულებს სტაბილურად აგროვებენ. ამიტომაც, მიმაჩნია რომ საჩემპიონო გზა სწორედ “ჩელსიზე” გადის. დარწმუნებული ვარ, საშუალო დონის კლუბებთან ქულებს არცერთი არ დავკარგავთ და მთავარი მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება, - განაცხადა ფერგიუსონმა.
ასტონ ვილას მეკარე სკოტ კარსონი შეძლებს მანჩეს წინააღმდეგ ითამაშოს.როგორც მოგეხსენებათ,მან ტრავმა მიიღო სანდერლენდის წინააღმდეგ,მაგრმ სერიოზული არ აღმოჩნდა.მარტინ ონილი:თავიდან ტრავმა საშინელი ჩანდა,გვეგონა მას მყესები გაუწყდა,მაგრამ რენდგენმა ყველა ეჭვი გაგვიქარწყლა p.s.. კიდევ ერტი პლიუსი მანჩეს გამო,ყველამ ვიცით ეს რა დონის მეკარეა,თუნდაც ინგლისი-ხორვატიის მატჩი გაიხსენეთ :D:D:D
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი გარი ნევილი გუნდს უახლოეს კვირაში დაუბრუნდება.როგორც მოგეხსენებათ მან უკვე ითამაშა რეზერვებში სიტის წინააღმდეგ რომელიც ეშმაკუნების განადგურებით დამთავრდა1-4,მაგრამ სასიხარულოა რომ,გარი საჭირო კონდიციებს უბრუნდება. გარი:"ყველაზე მთავარი როდესაც დიდი ტრავმა გაქვს,არის საჭირო დროს და სათანადოდ დაბრუნება.პირველი მატჩი ყოველთვის გადამწყვეტია,რადგან ეს დებიუტივითაა.ხოლო ჩემ შემთხვევაში როდესაც უკვე 12 თვეა პრაქტიკის გარეშე ვარ,მთავარია საკუთარ ძალებში ვიყო დარწმუნებული.კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები დარჩა და იმედი მაქვს რომ ჩემს წვლილს შევიტან კლუბის წარმატებაში."
მანჩესტერის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი აცხადებს რომ იგი ბედნიერია სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილებით,რაც იმაში გამოიხატება რომ ანდერსონი თამაშობს იმ პოზიციაზე რომელზეც სეზონის დასაწყისში ვერც კი იოცნებებდა.:"მე ბედნიერი ვარ რომ სერ ალექსმა შეუზღუდავი მოქმედების საშუალება მომანიჭა.ვიცი რომ ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ მაგრამ ჯერ კიდევ ადაპტაციას გავდივარ.შეიძლება ითქვას 10 ნომრად მათამაშებს სერ ალექსი.დაარწმუნებული ვარ ფერგიუსონის მიზეზით გახლდათ ჩემი ნაკრებში გამოძახება დუნგას მიერ.მე ყველაფერს ვიღონებ შვედეთის წინაარმდეგ,რათა სერ ალექს ამაგი არ გავუქარწყლო.ასევე იმედი მაქვს რომ სტაბილურად გამომიძახებენ ბრაზილიის ნაკრებში.ეხლა მხოლოდ მშობლების სითბო მაკლია"-ამბობს პატარა ანდერსონი. p.s.არ დაგავიწყდეთ რომ ის მხოლოდ 18 წლისაა
კარლუშ კეირუში აცხადებს რომ მანჩესტერი კიდევ უფრო მოუმატებს.:"ეს ჩვენი გუნდი პიკი ჯერ კიდევ არ არის.უფრო მეტს ელოდეთ.დამერწმუნეთ,როცა ყველა ფეხბურთელი ფორმაში იქნება ჩვენ გუნდს ვერავინ შეაჩერებს.ეხლა საჭიროა დარჩენილი 7 თამაში მოვიგოთ.საჭიროა რათა თითოეულ მატჩს კონკრეტულად მივუდგეთ,შევისწავლოთ თითოეული მეტოქე.პრემიერლიგაში წარმატებული გამოსვლა საწინდარი იქნება ჩემპიონთა ლიგის აღებისთვის.არა მგონია რომა ჩვენთვის პრობლემა იყოს,დამერწმუნეთ ნამდვილ მანჩესტერს აპრილის შუა რიცხვებში იხილავთ
მანჩესტერი რომას ჩერნოგორიელი თავდამსხმელით ვუჩინიჩით დაინტერესდა.როგორც ამბობენ,ფერგი მისი დიდი მოტრფიალე ყოფილა.იგი აღფრთოვანებულია მარკოს უნივერსალიზმით და პროფესიონალიზმით.ყველაფერს საბოლოოდ ივნისში მოეფინება ნათელიო ,აცხადებენ ინგლისური გაზეთები
მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პატრის ევრა აცხადებს ,რომ იგი გაოგნებულია კლუბში მომუშავე ადამიანთა ხასიათის არაერთფეროვნებით.განსაკუთრებით ფერგიუსონის პერსონითაა აღფრთოვანებული."იგი არა მარტო შესანიშნავი მწვრთნელია,არამედ დიდებული ფსიქოლოგიც და იუმორის კარგი გრძნობაც გააჩნია.ევრა:იმ დღეს როცა საფრანგეთთმა სტად დე ფრანსზე 0-1 წააგო შოტლანდიასთან მეორე დგეს სერ ალექსი მარსელიოზას(საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი) მიმღეროდა,მომდევნო დგეს კი საერთოდ გამაკვირვა როცა მშობლიური სიმღერა შემომთავაზა სახელწოდებით მაკოცე ჩემ შოტლანდიურ ...(მიხვდით ალბათ ყველა)და ყველაფერი ეს ხდებოდა მაშინ როცა მე მანჩესტერში სრული ადაპტაცია არ მქონდა გავლილი"-სიცილით იხსენებს ევრა."ხომ წარმოგიდგენიათ რას ვიფიქრებდი როცა ასეთ ხალხში აღმოვჩნდებოდი".ბოლოს რუნიმ გამაკვირვა ამ რამდენიმე ხნის წინ მოვიდა და მითხრა:"იცი პატრის,ვიცი რომ სტად დე ფრანსზე ჩვენ თანაგუნდელები არ ვიქნებით,მაგრამ ერთხელ მაინც უნდა მომცე საშუალე
... მეტის წაკითხვა
უეინ რუნი აცხადებს რომ როდესაც მას მუზა სჭირდება რაიან გიგზს უყურებს ხოლმე.34 წლის რაიან გიგზი მანჩესტერის სიმბოლოა.სასაცილოა იმის გაგება,რომ თუ ფაქტებს მოვიშველიებთ რუნი მხოლოდ 5 წლის იყო,როდესაც რაიანს დებიუტი ჰქონდა მანჩესტერის შემადგენლობაში.რუნი ამ ფაქტს იუმორის თანხლებით იხსენებს:რა თქმა უნდა მახსოვს გიგზი,ახალგაზრდა და სუსტი ბიჭი ძალიან გრძელი თმით.მახსოვს ისიც როდესაც თასის ფინალში ის დასამახსოვრებელი გოლი გაუტანა არსენალს და როცა მაიკა გაიხადა თავისი ბანჯგვლიანი მუცელი გამოაჩინა-სიცილს ვეღარ იკავებს რუნი.რა თქმა უნდა ის დიდ დახმარებას გვიწევს ყველა ახალწვეულს,ხოლო მისი ნიჭი უბრალოდ დიდებულია.34წლამდე ითამაშო უმაღლეს დონეზე ძალიან იშვიათია.ის ძველ მოდური გარემარბია და ერთ-ერთი საუკეთესო მთელ მსოფლიოში.რაიანი უნიკალური ფიგურაა ახალგაზრდებისთვის,რადგან როცა მას ხედავ შენ უკვე იცი გზა როგორ გახდე უდიდესი.