შაბათი, 2025-02-01, 10:20 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მარტი » 20

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი რიო ფერდინანდი, საკუთარ გუნდს, ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში, ვერ დაეხმარება.
როგორც Sportinglife იუწყება, ფეხბურთელს ზურგში სპაზმური ტკივილები აწუხებს და საკუთარი გუნდის ბოლო ორი შეხვედრა, სწორედ ამის გამო გამოტოვა.
“მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპულს” “ოლდ ტრაფორდზე”, კვირას უმასპინძლებს, რიო ფერდინანდის ადგილს კი, ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, პიკე დაიკავებს.


ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი ლონდონის “ჩელსის” გააჩნია.
ამის შესახებ, ფერგიუსონმა Sky Sports-ს “ბოლტონთან” 2:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რის შემდეგაც, “მანჩესტერ იუნაიტედი” გათამაშების ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
“ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ “ბოლტონთან” მოგებით, მთავარი მოწინააღმდეგის, “არსენალის” 3 ქულით ჩამოტოვების კარგი შანსი გვქონდა. სწორედ ეს სტიმული დაგვეხმარა გამარჯვების მოპოვებაში. ახლა, განსაკუთრებით რთული პერიოდია – დადგა ის მომენტი, როდესაც ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვეს.
“ჩელსი” ყველაზე მომგებიან სიტუაციაშია, რადგანაც ის საკუთარ სტადიონზე გვეთამაშება ჩვენ და “არსენალს”. ის ლიდერია, არა ფაქტიური, მაგრამ მაინც ლიდერია. დარჩენილ 8 შეხვედრას უკეთ ის გუნდი ჩაატარებს, რომელიც უფრო გამძლე იქნება”, – განაცხადა ფერგიუსონმა.
მოცემული მომენტისთვის, პრემიერლიგის სატურნირ ... მეტის წაკითხვა
| Added by: madridunited | Comments (2)

ინგლისის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში “ბოლტონთან” დუბლის შესრულებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ, ამ ამპლუის ფეხბურთელთათვის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, კლუბის რეკორდი მოხსნა.
როგორც Guardian–სი იუწყება, წინანდელი რეკორდი, 1967/68 წლების სეზონის მიხედვით, სახელგანთქმულ ჯორჯ ბესტს ეკუთვნოდა. მას, ყველა ტურნირში, იმ პერიოდში 32 გოლი დაუგროვდა, პორტუგალიელის ანგარიშზე კი, უკვე 33 გოლია და საკუთარი მიღწევის გაუმჯობესება კიდევ შეუძლია.
“მსოფლიოს არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ისე თამაში, როგორც ამას კრიშტიანუ აკეთებს”, – განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა.
| Added by: madridunited | Comments (1)

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მარტი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz