ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს რიო ფერდინანდს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება, კარიერის ბოლომდე მანჩესტერში დარჩენა სურს. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება. “მინდა კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” დავასრულო. იმედი მაქვს, რომ კლუბთან მალე გავაფორმებ ახალ კონტრაქტს, რომელიც ამის საშუალებას მომცემს. რაც უნდა მოხდეს, სამუშაო ადგილის შეცვლა ჩემს გეგმებში არ შედის. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ სწორედ აქ ვგრძნობ თავს ბედნიერად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ მომავალში დარწმუნებული ვიყო” - აცხადებს 29 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გუშინ “პორტსმუტთან” 0:1 წაგებულ მატჩში “იუნაიტედის” გოლკიპერის ტომაშ კუშჩაკის გაძევების შემდეგ, კარში ჩადგომა მოუხდა.