შაბათი, 2025-02-01, 9:42 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მარტი » 17
ინგლისური “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი პრემიერლიგის 30-ე ტურში “მილდსბროსთან” ფრედ 1:1 დასრულებულმა მატჩმა იმედგაცრუებული დატოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.

“ბოლო ოთხ მატჩში 8 ძვირფასი ქულა დავკარგეთ. ეს ჩვენი კონკურენტებისთვის საჩუქარია, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. ჩემი ფეხბურთელები ისედაც ბოლომდე იხარჯებიან, თუმცა რატომღაც ამას ბოლო პერიოდში შედეგი არ მოაქვს. არამგონია, შაბათს “მანჩესტერ იუნაიტედს” ან “ჩელსის” ჩვენზე უკეთ ეთამაშათ, მაგრამ მათ გოლი არ გაუშვიათ. მატჩის დაწყების წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართებოდა, მხოლოდ ადრეული გოლი არ უნდა გაგვეშვა. სამწუხაროდ, ამას თავი ვერ გავართვით” - განაცხადა ვენგერმა, რომლის გუნდი “მილდსბროსთან” 25-ე წუთის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, ანგარიშის გათანაბრება კი მხოლოდ ... მეტის წაკითხვა
| Added by: madridunited | Comments (2)

ესპანური “ატლეტიკოს” თავდამსხმელ დიეგო ფორლანს, რომელიც 2,5 წლის განმავლობაში ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოდიოდა, ნისლიან ალბიონზე დაბრუნების სურვილი აქვს.

ამის შესახებ ურუგვაელმა ფეხბურთელმა Daily Star Sunday-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“სიმართლე რომ ვთქვა, “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის შანსი არ მომეცა, მაგრამ თუ ინგლისიდან კარგ წინადადებას მივიღებ, სიამოვნებით განვიხილავ. ამ ქვეყანაში ცხოვრება და თამაში ყოველთვის მომწონდა” - განაცხადა ფორლანმა.
| Added by: madridunited | Comments (0)

მანჩესტერი პორტოს მარჯვენა მცველით ჟოსე ბოსინგვათი დაინტერესედა.იგი ტრავმირებული გარი ნევილის პოტენციალურ შემცვლელად მიაჩნია სერ ალექს,თუმცა მანჩესტერს ჯერ ოფიციალური წინადადებით პორტოსთვის არ მიუმართავს.პორტოს პრეზიდენტი:"ჩვენთვის ჟოზეს შესახებ დაინტერესება მხოლოდ ასტონ ვილამ გამოთქვა,ხოლო ის რომ მანჩესტერი მისით დიდი ხანია დაინტერესებულია იანვრის მერე ყველასთვისაა ცნობილი.ჟოზე ათლეტური,ხისტი და ამავე დროს ძალზედ ტექნიკური მცველია.თუ მანჩესტერი რაიმე კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს ჩვენ მას სიამოვნებით განვიხილავთ"
| Added by: gio1878 | Comments (2)

როგორც იცით ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაში მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქე იტალიური რომა იქნება რომელმაც რეალ მადრიდი დაამარცხა და მზად არიან იმისათვისაც რომ შარშანდელი მარცხისათვის რევანში აიღონ. პირველი ფეხბურთელი ვინც რევანშზე ალაპარაკდა ეს არის რომაელთა მეკარე დონი

დონი:

"ჩვენ არ ვსაუბრობთ წარსულზე მხოლოდ ვისაუბროთ იმაზე თუ რა იქნება მომავალში. ჩვენ შარშან საშინელი სეზონი ჩავატარეთ და ერთ-ერთი საშინელი თამაში მანჩესტერ იუნაიტედთან გვქონდა როდესაც 7-1 დავმარცხდით. ამჯერად ყველანი მზად ვართ იმისათვის რომ რევანში ავიღოთ. ამ ბოლო დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით და დავამარცხეთ ბევრი ძლიერი კლუბი როგორიცაა რეალ მადრიდი, მილანი და სხვები. არც მანჩესტერია მათზე ძლიერი არაფრით ამიტომ ჩვენ შევეცდებით წარმატების მისაღწევად ყველაფრის გაკეთებას."

პს: ბრატსი გთხოვთ ყველამ დააკომენტარეთ ჩემ წვალებას და ყოველდღე სტატიების დაწერას აზრი ექნებ ... მეტის წაკითხვა

| Added by: madridunited | Comments (5)

არგენტინელი ფეხბურთელები კარლოს ტევესი და ხავიერ მასკერანო ოფიციალურად დაიკითხებიან ბრაზილიის ფედერალური პოლიციის მიერ.საქმე ეხება მათ ტრანსფერს ბოკა ხუნიორსიდან კორინთიანსში,და ასევე შესაბამისად მანჩესტერ იუნაიტედსა და ლივერპულში.ბრაზილიელ სამართალდამცველებს პრეტენზიები აქვთ ამ ფეხბურთელების სააგენტო ფირმა (MშI)სთან.თუ მათი ეჭვები გამართლდა არ არის გამორიცხული კია ჯურაბჩიანთან ერთად ვირის აბანოში აღნიშნული ფეხბურთელებიც (მართალია ჩვენ მხოლოდ ტევესი გვადარდებს)მოხვდნენ.-ვარაუდობენ ინგლისური ტაბლოიდები.
| Added by: gio1878 | Comments (0)

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მარტი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz