ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო ვან ბასტენმა, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე ედვინ ვან დერ საარი ავსტრიის ნაკრებთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩისთვის არ გამოიძახა.
ამის შესახებ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იუწყება.
“ვან დერ საართან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნება, თუ ის მთელს კონცენტრაციას კლუბზე მოახდენს. ახლა მათ მნიშვნელოვანი თამაშები ელით. მთავარია, რომ ის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს” - განაცხადა ვან ბასტენმა.
ამ უიქ - ენდზე ინგლისის პრემიერლიგაში მეტად საინტერესო მატჩები გაიმართება. განსაკუთრებულს ინტერესს იწვევს მატჩი "მანჩესტერსა" და "ლივერპულს" შორის. ამ თამაშის შესახებ ვრცლად ისაუბრა მერსისაიდელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა.
ინტერვიუ ესპანელ მწვრთნელთან ჟურანალისტის საინტერესო შეკითხვით დაიწყო: "თქვენი ძირითადი მიზანი არის თუ არა ქრიშტიანუ რონალდუს შეჩერება "მანჩესტერთან" მატჩში?". რაფამ კი მედიის წარმომადგენელს კითხვა შეუბრუნა და შემდეგი რამ განუცხადა: " მთავარი ამოცანა - რონალდოს შეჩერება? და შეიძლება მანჩესტერელთა მთავარი ამოცანა იყოს ფერნანდო ტორესის დაკავება? ჩვენ არ ვუარვყოფთ, რომ პორტუგალიელი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ტორესი ფორმის პიკშია."
"ტორესი და ჯერარდი შესანიშნავად თამაშობენ შემტევ ხაზში, იტანენ გოლებს და უდიდეს საქმეს ასრულებენ გუნდში. ეს არის ძალიან რთული ამოცანა ფერგიუსონისთვის - შეაჩერ
... მეტის წაკითხვა
პოპულარული ინგლისური ტაბლოიდი www.thesun.co.uk იუწყება რომ მანჩესტერს რიო ფერდინანდი და ედვინ ვან დერ სარიც დაეხმარება კვირის მატჩში ლივერპულის წინააღმდეგ.ამ ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაციები თითქოს ორივე ფეხბურთელი ვერ მოასწრებდა გამოჯანმრთელებას,მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ცრუ ჭორები იყო და მეტი არაფერი.სერ ალექსი რიოს სპეციალურად ასვენებდა,რათა ზედმეტი დატვირთვების გამო კიდევ არ გაემიზეზებინა ზურგის ტრავმა,მაგრამ კლუბში არსებული ინფორმაციით ფერდინანდი უკვე გუშინ შეუდგა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს და მისი თამაშის შანსები 99% შეადგენს ,აცხადებს მანჩესტერული კლუბი.ხოლო ედვინ ვან დერ სარი სრულად გამოჯანმრთელდა საზარდულის ტრავმისაგან და მისი თამაშის შანსი 98%.ასე რომ მანჩეს ფანებო ლივერპულთან სრული შემადგენლობით გავა წითელი ეშმაკუნები. პ.ს. ეს პროცენტები არ ვიცი რას ნიშნავს ,ალბათ სპორტშიც არსებობს რაგაც მინიმალური შანსები იმისა რო ადამიანს რაგაც დაემართოს თამაშის დაწყების წი
... მეტის წაკითხვა
ტოტენჰემის ბოსმა ხუანდე რამოსხმა განაცხადა რომ მისი აზრით წლევანდელ სეზონში ჩემპიონობას მხოლოდდამხოლოდ მანჩესტერი იმსახურებს. ეს შესავალია იმ სიტყვათგან რაც მან გამოთქვა მანჩესტერელთა ფეხბურთელების და გუნდის მიმართ. სწორედ მცირედ მაგრამ ამ ინფორმაციას გაგაცნობთ...
ხუანდე რამოსი:
"პრემიერ ლიგის სათავაშე მანჩესტერ იუნაიტედია და ჩემი აზრით მანჩე ერთადერთი გუნდია რომელიც წელს ჩემპიონობას იმსახურებს. ისინი სამი ქულით უსწრებენ არსენალს და 5 ქულით ჩელსის რაც ჩემი აზრით კარგი შედეგია. თითქოსდა შემდგომ ტურში ჩელსისა და ჩვენმა დაპირისპირებამ (ტოტენჰემის) საგრძნობლად უნდა შეცვალს ცხრილის მდგომარეობა რადგან მანჩეს ლივერპულთან აქვს თამაში ხოლო ჩვენ ჩელსისთან. ჩემი აზრით ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩელსის სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გავართულებთ."
ინგლისის პრემიერლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის წინ, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა იმედი გამოთქვა, რომ მატჩის არბიტრი მეტოქის თავკაც სერ ალექს ფერგიუსონის “ფანდზე” არ წამოეგება და შეხვედრას მაღალ დონეზე განსჯის. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა The Times-ი იუწყება.
“ფერგიუსონი რომ ჭკვიანი, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. “პორტსმუტთან” მარცხის შემდეგ, მან მსაჯები გააკრიტიკა. ჩვენთან მატჩის წინ კი, მანჩესტერელთა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საჭიროა კრიშტიანუ რონალდუს გავუფრხილდეთ. თუმცა. იმედის მაქვს, რომ რეფერი თამაშს კარგად წარუძღვება. ჩემი აზრით, დამოკიდებულება ყველა გუნდისა და ფეხბურთელის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს” - განაცხადა ბენიტესმა. სხვათაშორის, ალექს ფერგიუსონმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მსაჯები კრიშტიანუ რონალდუს უნდა გაუფრთხილდნენ და მის წინააღმდეგ ნებისმიერი წესის დარღვევაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.<
... მეტის წაკითხვა