ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბმა სათადარიგო მეკარე ბენ ფოსტერის ჩემპიონლიგის ერთ-ერთ კლუბში განათხოვრება გადაწყვიტა. ამის შესახებ, სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sportinglife-ი იუწყება. “ფოსტერს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და სეზონის ბოლომდე ჩემპიონლიგის ერთ-ერთ კლუბში მისი განათხოვრება, მეკარის მომავალი კარიერისთვის საუცხოო ვარიანტია” - განაცხადა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა. ფოსტერმა, 10-თვიანი პაუზის შემდეგ, რაც მძიმე ტრავმით იყო გამოწვეული, სრულფასოვანი ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა.