ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მისი თანაშემწე კარლუშ კეირუში ამჟამინდელ სამუშაოს “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაში არ გაცვლის.
ამის შესახებ BBC იტყობინება.
“კარლუშის ნაცვლად საუბარი არ მინდა, თუმცა სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ “ბენფიკაში” მუშაობა მის გეგმებში არ შედის” – აცხადებს მანჩესტერელთა თავკაცი. როგორც ცნობილია, “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხოსე ანტონიო კამაჩოს დათხოვნის შემდეგ გუნდი სეზონის ბოლომდე ფერნანდუ შალანას ჩააბარეს. ახალი სეზონისთვის კი კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის კარლოშ კეირუშიც სახელდება.
უეინ რუნი და კოლინ მაკლაფლინი ოთხდღიანი ქორწილისთვის ემზადებიან. ექსტრავაგანტული წვეულება სამხრეთ საფრანგეთში, ლაჟვარდოვან სანაპიროზე მოეწყობა. ახალგაზრდა წყვილს ეს სიამოვნება 3 მილიონი გირვანქა დაუჯდება. ქორწილს 60-მდე სტუმარი დაესწრება. მათ დანიშნულების ადგილას კერძო თვითმფრინავები ჩაიყვანს. ცერემონიის ადგილი კოლინმა შეარჩია.
წვეულების ზუსტი ადგილი, უეინისა და კოლინის გარდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, და კიდევ ერთმა მანჩესტერულმა კომპანიამ, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. სტუმართა შორის იქნებიან სახელგანთქმული ბრიტანელი მოკრივე რიკი ჰატონი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები თავიანთი მეუღლეებითა და მეგობრებითდა, რა თქვა უნდა, სამწვრთნელო შტაბი. ქორწილის აღნიშვნა 10 ივნისს დაიწყება. ჯვრისწერა 12 ივნისს შედგება. სტუმრებს უმორჩილესად სთხოვეს, 14 ივნისამდე არაფერი დაგე
... მეტის წაკითხვა
პატრის ევრამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ბიჭებს ასე უთხრა: “ზეიმამდე ჯერ შვიდი ფინალი გვაქვს სათამაშო”. “იუნაიტედმა” შაბათს, “ლივერპილს” 3:0 ძლევით პრემიერლიგის ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არის კი ამით ყველაფერი დამთავრებული? ევრამ, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული (ფრანგები, კი გუშინწინ სწორედ ინგლისელებს ეთამაშნენ), განაცხადა:
”ლივერპულის” წინააღმდეგ მართლაც დიდი თამაში გვქონდა და მისი მოგებით ყველანი ბედნიერები დავრჩით. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს დიდებული რამ გახლდათ, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ შვიდი ტურია და შვიდივე თამაში ფინალის ტოლფასი გახლავთ”. და ამის პასუხად ხმა ვინ ამოიღო, თუ იცით? ბირმინგემის “ასტონ ვილას” ნახევარმცველმა კრეიგ გარდნერმა, რომელიც ევრასა და კომპანიას შაბათს “ოლდ ტრაფორდზე” უნდა დაუპირისპირდეს. “უამრავი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტ
... მეტის წაკითხვა