ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერლიგაში საუკეთესო დრიბლიორია. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება, ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც კომპანია Opta-მ ჩაატარა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად, მოწინააღმდეგის კარში სწორედ რონალდუ ურტყამს. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 90 დარტყმაა. საუკეთესო მეპასეთა შორის, 1676 ზუსტი გადაცემით, პირველ ადგილზეა ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ჩესკ ფაბრეგასი, ხოლო “ლივერპულის” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ ყველაზე მეტი, 129 ვარდნა შეასრულა. “არსენალის” თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, ყველაზე ხშირად ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში (54). ყველაზე მეტი, 306 ფლანგური გადაცემა შეასრულა “ბლექბერნის” ნახევარმცველმა დევიდ ბენტლიმ, ხოლო “ბოლტონელი” კევინ დევისი, ყველაზე ხშირად არღვევს თამაშის წესებს (76). გუნდებიდან უხეშობით “მიდლსბრო” გამოირჩევა (422). ყველაზე ხშირად, მოწინააღმდეგის კარში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები
... მეტის წაკითხვა
ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, იგი გუნდში დარჩენას კიდევ სამი წლით აპირებს. ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. “ჩემს მომავალზე ფიქრი, უკვე დავიწყე. ჯერ კიდევ მაქვს იმის ძალა და სურვილი, რომ მუშაობა გავაგრძელო. თუმცა, უკვე 66 წლის ვარ. ამიტომ, ვფიქრობ, კიდევ სამი წელი ვიმოღვაწეო, რის შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობას დავასრულებ”, – აღნიშნა შოტლანდიელმა სპეციალისტმა. ფერგიუსონს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება ჯერ კიდევ 2005 წელს სურდა, მაგრამ შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. ამჯერად, მწვრთნელის თქმით, გუნდიდან 2011 წელს წავა, როდესაც 25 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც იგი მანჩესტერელებს ჩაუდგა სათავეში.