ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის თასზე “პორტსმუტთან” “ოლდ ტრაფორდზე” 0:1 მარცხისა და შესაბამისად, გათამაშებიდან გამოთიშვის უმთავრეს მიზეზად არაობიექტური მსაჯობა დაასახელა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება. “ძალიან საწყენია, მსაჯმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდნია. მას ჩვენს სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებისთვის ყვითელი ბარათების მიცემა არ სურდა. მეტად იმედგაცრუებული ვარ. არბიტრები მოთამაშეთა უხეშობის წინააღმდეგ არ იბრძვიან. ხშირად მახსენდება ედუარდოს ტრავმა. ზოგიერთი მცველის სისასტიკე ყოველგვარ საზღვარს სცილდება, მსაჯები კი ამას ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ. ასეთ სიატუაციაში თამაში ძნელია. დისტენს ხომ ბურთზე არ უთამაშია. თამაში ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. ინგლისის თასის მოგების შესანიშნავი შანსი გვქონდა, თუმცა, ახლა ჩემპიონატზე და ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირება მოგვიწევს” - აცხადებს რონალდუ, რომლის მსგავსად, გუშინდელ მატჩში მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონიც.