ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს ქვეყნის თასზე “პორტსმუტთან” 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ მსაჯის გაკრიტიკებისთვის სასჯელი ემუქრება. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მწვრთნელის განცხადებას განიხილავს და ამის შემდეგ გამოიტანს განაჩენს. “მანჩესტერ იუნაიტედი”-“პორტსმუტის” არბიტრმა მარტინ ატკინსონმა ალექს ფერგიუსონის რისხვა სილვენ დისტენის მიერ კრიშტიანუ რონალდუს წაქცევისთვის პენალტის არდანიშვნისა და ასევე, “იუნაიტედის” გოლკიპერის ტომაშ კუშჩაკის გაძევების გამო დაიმსახურა.