Main » 2008»მაისი»18 » “მანჩესტერ იუნაიტედში” საას მომავალი, ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა დამოკიდებული
“მანჩესტერ იუნაიტედში” საას მომავალი, ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა დამოკიდებული
11:33 AM
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ლუის საა აღიარებს, რომ ზაფხულში, შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილის მოძიება მოუხდეს. ამის შესახებ, Sportinglife-ი იტყობინება. “სამწუხაროდ, ახლა, ჩემი მომავალი ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემთვის, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, შესაძლოა, ბოლო მატჩი გამოდგეს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ბევრი რამ საპირისპიროდ შეიცვალოს”, – აცხადებს 29 წლის ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც ინგლისურ გრანდში ოთხი წლის წინ, “ფულჰემიდან” გადავიდა, თუმცა გუნდის შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, აქამდე ვერ შეძლო.