Main » 2008»მაისი»18 » კერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
კერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
11:28 AM
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა კლუბთან ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა Metro იტყობინება. “მაიკლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ძალიან მახარებს. იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარგია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს” – აცხადებს მანჩესტერელთა თავკაცი ალექს ფერგიუსონი. გასულ კვირაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” თანამშრომლობის ხელშეკრულება რიო ფერდინანდმაც გაახანგრძლივა. ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.