უეინ რუნი და კოლინ მაკლაფლინი ოთხდღიანი ქორწილისთვის ემზადებიან. ექსტრავაგანტული წვეულება სამხრეთ საფრანგეთში, ლაჟვარდოვან სანაპიროზე მოეწყობა. ახალგაზრდა წყვილს ეს სიამოვნება 3 მილიონი გირვანქა დაუჯდება. ქორწილს 60-მდე სტუმარი დაესწრება. მათ დანიშნულების ადგილას კერძო თვითმფრინავები ჩაიყვანს. ცერემონიის ადგილი კოლინმა შეარჩია.
წვეულების ზუსტი ადგილი, უეინისა და კოლინის გარდა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, და კიდევ ერთმა მანჩესტერულმა კომპანიამ, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. სტუმართა შორის იქნებიან სახელგანთქმული ბრიტანელი მოკრივე რიკი ჰატონი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები თავიანთი მეუღლეებითა და მეგობრებითდა, რა თქვა უნდა, სამწვრთნელო შტაბი. ქორწილის აღნიშვნა 10 ივნისს დაიწყება. ჯვრისწერა 12 ივნისს შედგება. სტუმრებს უმორჩილესად სთხოვეს, 14 ივნისამდე არაფერი დაგეგმონ. ცერემონიაზე მისულ ადამიანებს თეთრი და შავი საღამოს ტანსაცმელი უნდა ეცვათ. მათ თან არ უნდა ჰქონდეთ ფოტოაპარატები, აგრეთვე მობილური ტელეფონები, რომლითაც ფოტოების გადაღება შეიძლება. ერთ-ერთი ჟურნალი ქორწილის გაშუქების ექსკლუზიური უფლებისათვის 2.5 მილიონ გირვანქას იხდის. რუნი და მაკლაფლინი ამ თანხის ნაწილს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავენ. კოლინს 100 ათას გირვანქად ღირებული საქორწინო კაბა ეცმევა. მას ნიუ იორკის მოდის სახლი “მარკეზა” შეკერავს. იმ დროს, როდესაც ავსტრიასა და შვეიცარიაში ევროპის ევროპის ჩემპიონატი იქნება გაჩაღებული, ინგლისის ნაკრების ვარსკვლავები რუნის ქორწილში მოილხენენ
|