პატრის ევრამ “მანჩესტერ იუნაიტედის” ბიჭებს ასე უთხრა: “ზეიმამდე ჯერ შვიდი ფინალი გვაქვს სათამაშო”. “იუნაიტედმა” შაბათს, “ლივერპილს” 3:0 ძლევით პრემიერლიგის ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არის კი ამით ყველაფერი დამთავრებული? ევრამ, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული (ფრანგები, კი გუშინწინ სწორედ ინგლისელებს ეთამაშნენ), განაცხადა:
”ლივერპულის” წინააღმდეგ მართლაც დიდი თამაში გვქონდა და მისი მოგებით ყველანი ბედნიერები დავრჩით. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს დიდებული რამ გახლდათ, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ შვიდი ტურია და შვიდივე თამაში ფინალის ტოლფასი გახლავთ”. და ამის პასუხად ხმა ვინ ამოიღო, თუ იცით? ბირმინგემის “ასტონ ვილას” ნახევარმცველმა კრეიგ გარდნერმა, რომელიც ევრასა და კომპანიას შაბათს “ოლდ ტრაფორდზე” უნდა დაუპირისპირდეს. “უამრავი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ვერაფერს გავხდებით. მაგრამ ეს ხალხი “ვილას” მენტალიტეტს არ იცნობს. ჩვენ “ოლდ ტრაფორდზე” ერთადერთი მიზნით, სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ” - განაცხადა იმ გუნდის ვარსკვლავმა, რომელმაც ამ სეზონში “ჩელსისთან”, “ლივერპულსა” და “არსენალთან” უკვე ითამაშა ფრე
|