ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მისი თანაშემწე კარლუშ კეირუში ამჟამინდელ სამუშაოს “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაში არ გაცვლის.
ამის შესახებ BBC იტყობინება.
“კარლუშის ნაცვლად საუბარი არ მინდა, თუმცა სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ “ბენფიკაში” მუშაობა მის გეგმებში არ შედის” – აცხადებს მანჩესტერელთა თავკაცი. როგორც ცნობილია, “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხოსე ანტონიო კამაჩოს დათხოვნის შემდეგ გუნდი სეზონის ბოლომდე ფერნანდუ შალანას ჩააბარეს. ახალი სეზონისთვის კი კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის კარლოშ კეირუშიც სახელდება.
|