ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო ვან ბასტენმა, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე ედვინ ვან დერ საარი ავსტრიის ნაკრებთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩისთვის არ გამოიძახა.
ამის შესახებ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი იუწყება.
“ვან დერ საართან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნება, თუ ის მთელს კონცენტრაციას კლუბზე მოახდენს. ახლა მათ მნიშვნელოვანი თამაშები ელით. მთავარია, რომ ის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს” - განაცხადა ვან ბასტენმა.
|