ინგლისის პრემიერლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის წინ, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა იმედი გამოთქვა, რომ მატჩის არბიტრი მეტოქის თავკაც სერ ალექს ფერგიუსონის “ფანდზე” არ წამოეგება და შეხვედრას მაღალ დონეზე განსჯის. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა The Times-ი იუწყება.
“ფერგიუსონი რომ ჭკვიანი, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. “პორტსმუტთან” მარცხის შემდეგ, მან მსაჯები გააკრიტიკა. ჩვენთან მატჩის წინ კი, მანჩესტერელთა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საჭიროა კრიშტიანუ რონალდუს გავუფრხილდეთ. თუმცა. იმედის მაქვს, რომ რეფერი თამაშს კარგად წარუძღვება. ჩემი აზრით, დამოკიდებულება ყველა გუნდისა და ფეხბურთელის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს” - განაცხადა ბენიტესმა. სხვათაშორის, ალექს ფერგიუსონმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მსაჯები კრიშტიანუ რონალდუს უნდა გაუფრთხილდნენ და მის წინააღმდეგ ნებისმიერი წესის დარღვევაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.
|