ოთხსაბათი, 2025-01-22, 7:51 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მარტი » 21 » ბენიტესი მომავალ მატჩზე
ბენიტესი მომავალ მატჩზე
11:55 AM
ამ უიქ - ენდზე ინგლისის პრემიერლიგაში მეტად საინტერესო მატჩები გაიმართება. განსაკუთრებულს ინტერესს იწვევს მატჩი "მანჩესტერსა" და "ლივერპულს" შორის. ამ თამაშის შესახებ ვრცლად ისაუბრა მერსისაიდელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა.

ინტერვიუ ესპანელ მწვრთნელთან ჟურანალისტის საინტერესო შეკითხვით დაიწყო: "თქვენი ძირითადი მიზანი არის თუ არა ქრიშტიანუ რონალდუს შეჩერება "მანჩესტერთან" მატჩში?". რაფამ კი მედიის წარმომადგენელს კითხვა შეუბრუნა და შემდეგი რამ განუცხადა: " მთავარი ამოცანა - რონალდოს შეჩერება? და შეიძლება მანჩესტერელთა მთავარი ამოცანა იყოს ფერნანდო ტორესის დაკავება? ჩვენ არ ვუარვყოფთ, რომ პორტუგალიელი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ტორესი ფორმის პიკშია."

"ტორესი და ჯერარდი შესანიშნავად თამაშობენ შემტევ ხაზში, იტანენ გოლებს და უდიდეს საქმეს ასრულებენ გუნდში. ეს არის ძალიან რთული ამოცანა ფერგიუსონისთვის - შეაჩეროს ეს ორი ფეხბურთელი." ასევე ბენიტესმა განაცხადა, რომ არ დაიწყოს შოტლანდიელმა მწვრთნელმა "მანჩესტერისა" მანიპულირება მსაჯის ფაქტორით. " ფერგიუსონი ძალიან განსწავლულია მწვრთნელია. მას აქვს ასეთი ხერხი, რომ თამაშის მერე მსაჯებს აბრალებს წაგებულ მატჩს. რაც ჩემი აზრით აბსურდია." მსაჯი ამ დამაინტრიგებელ თამაშში იქნება სტივ ბენეტი. " მე ვთვლი, რომ სტივ ბენეტს აქვს იმის გამოცდილება, რომ იმსაჯოს ამ მატჩში. ის საკმაოდ ძლიერი არბიტრია და ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. "
- განაცხადა რაფაელ ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერი" - "ლივერპულის" მატჩი კვირას გაიმართება.
Views: 594 | Added by: madridunited | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მარტი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz