ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალს” ფიფაში ჩივილით დაემუქრა. ინგლისელები ამ ფორმას იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუკი ესპანური კლუბი პორტუგალიელი ნახევარმცველის კრიშტიანუ რონალდოს გადაბირების მცდელობას კვლავ განაგრძობს. ამის შესახებ, სააგენტო AP იუწყება. “მანჩესტერ იუნაიტედი” მზარდი უკმაყოფილებით ადევნებდა თვალს პრესაში მუდმივად გამოქვეყნებულ კომენტარებს იმის თაობაზე, რომ “რეალს” კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გაფორმება სურს. ფაქტები ასეთია - ფეხბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს ჩვენ კლუბთან და მასზე უფლებები “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთნის. რონალდუ არ იყიდება. თუ მადრიდული გუნდი ამ სრულიად დაუშვებელ გამოხდომებს გააგრძელებს, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციას მივმართოთ. ეს საზოგადო მცდელობები ფეხბურთელს სიმშვიდე დაურღვიონ, საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება და ჩვენი კლუბი მოთმენას აღარ აპირებს. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველაფერს გააკეთებს, რათა თავის საუკეთესო ფეხბურთელები შეინარჩუნოს” - ნათქვამია “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე.