საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ქრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაიმსახურა პერსონალური პრიზი. პორტუგალიელი ფეხბურთელი საუკეთესოდ ამჯერად ჟურნალისტების ბრიტანულმა ასოციაციამ დაასახელა. შეგახსენებთ, რომ აქამდე რონალდუ დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციამ. იქაც გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდა. რეიტინგში მეორე ადგილი "ლივერპულის" თავდამსხმელმა ესპანელმა ფერნანდო ტორესმა დაიკავა, მესამე პოზიცია კი დევიდ ჯეიმსს ერგო "პორტსმუთიდან". ამ სეზონში ქრიშტიანუს ანგარიშზე 41 გოლია ყველა იმ ტურნირში, რომელშიც ასპარეზობდა მანჩესტერული გუნდი. ამ გოლებმა უდიდესი სამსახური გაუწია კლუბს პრემიერლიგის ტიტულის დაცვისთვის. ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისათვის, სადაც 21 მაისს გადაწყდება მოიპოვებს თუ არა "იუნაიტედი" კიდევ ერთ ტროფეის წლევამდელ სეზონში. ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელსაც აქვე გთავაზობთ: "მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მოვიპოვე კიდევ ერთი ჯილდო. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, რათა კიდევ უფრო მოვუმატო, მაგრამ პირველ ადგილზე ისევ გუნდური წარმატებები დგას ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი ფეხბურთელისთვის. შევეცდები გავაგრძელო ასევე თამაში. შემდეგ სეზონშიც ასე უნდა გაგრძელდეს მხოლოდ ერთი სეზონი საკმარისი არ არის. მე ვხედავ ზრდას ჩემ თავში ყოველ სეზონის შემდეგ და მე შემიძლია ასევე გავაგრძელო. მე მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში." - განაცხადა ქრიშტიანუ რონალდუმ.