ინგლისის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში “ბოლტონთან” დუბლის შესრულებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ, ამ ამპლუის ფეხბურთელთათვის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, კლუბის რეკორდი მოხსნა.
როგორც Guardian–სი იუწყება, წინანდელი რეკორდი, 1967/68 წლების სეზონის მიხედვით, სახელგანთქმულ ჯორჯ ბესტს ეკუთვნოდა. მას, ყველა ტურნირში, იმ პერიოდში 32 გოლი დაუგროვდა, პორტუგალიელის ანგარიშზე კი, უკვე 33 გოლია და საკუთარი მიღწევის გაუმჯობესება კიდევ შეუძლია. “მსოფლიოს არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია ისე თამაში, როგორც ამას კრიშტიანუ აკეთებს”, – განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა.
|