ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი ლონდონის “ჩელსის” გააჩნია. ამის შესახებ, ფერგიუსონმა Sky Sports-ს “ბოლტონთან” 2:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რის შემდეგაც, “მანჩესტერ იუნაიტედი” გათამაშების ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. “ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ “ბოლტონთან” მოგებით, მთავარი მოწინააღმდეგის, “არსენალის” 3 ქულით ჩამოტოვების კარგი შანსი გვქონდა. სწორედ ეს სტიმული დაგვეხმარა გამარჯვების მოპოვებაში. ახლა, განსაკუთრებით რთული პერიოდია – დადგა ის მომენტი, როდესაც ჩემპიონის ვინაობა უნდა გაირკვეს. “ჩელსი” ყველაზე მომგებიან სიტუაციაშია, რადგანაც ის საკუთარ სტადიონზე გვეთამაშება ჩვენ და “არსენალს”. ის ლიდერია, არა ფაქტიური, მაგრამ მაინც ლიდერია. დარჩენილ 8 შეხვედრას უკეთ ის გუნდი ჩაატარებს, რომელიც უფრო გამძლე იქნება”, – განაცხადა ფერგიუსონმა. მოცემული მომენტისთვის, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში, “მანჩესტერ იუნაიტედი” 70 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მე-2 ადგილზე, 67 ქულით ლონდონის “არსენალია”, მე-3 საფეხურზე კი, 65 ქულით, ლონდონისავე “ჩელსი” იმყოფება.
|