ესპანური “ატლეტიკოს” თავდამსხმელ დიეგო ფორლანს, რომელიც 2,5 წლის განმავლობაში ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოდიოდა, ნისლიან ალბიონზე დაბრუნების სურვილი აქვს.
ამის შესახებ ურუგვაელმა ფეხბურთელმა Daily Star Sunday-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“სიმართლე რომ ვთქვა, “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის შანსი არ მომეცა, მაგრამ თუ ინგლისიდან კარგ წინადადებას მივიღებ, სიამოვნებით განვიხილავ. ამ ქვეყანაში ცხოვრება და თამაში ყოველთვის მომწონდა” - განაცხადა ფორლანმა.
|