Main » 2008»მაისი»31 » “ბორდო” სილვესტრის ხელფასს ვერ წვდება
“ბორდო” სილვესტრის ხელფასს ვერ წვდება
8:54 AM
საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ “ბორდოს” პრეზიდენტ ჟან-ლუი ტრიოს განცხადებით, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიქაელ სილვესტრის “ჟირონდელთა” რიგებში ტრანსფერი, შესაძლოა, არ შედგეს. ამის შესახებ, ფრანგული სპორტული გამოცემა L'Equipe იუწყება. ტრიოს თქმით, “ბორდოს” იმის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ ფეხბურთელს იმხელა ხელფასი შესთავაზოს, რამდენსაც იგი ინგლისში იღებს. სილვესტრი მანჩესტერელთა რიგებში 1999 წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ჩატარებულ 249 მატჩში 6 გოლი გაიტანა.