Main » 2008»მაისი»31 » ევრა “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთანხმდა
ევრა “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთანხმდა
8:50 AM
საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი პატრის ევრა, კლუბს კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იუწყება. ევრას მენეჯერის განცხადებით, მხარეებს მხოლოდ ფორმალობები დარჩათ მოსაგვარებელი, ხოლო ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 55000 ფუნტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი მცველის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენდა, მან არჩევანი 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სასარგებლოდ გააკეთა.